მთავარიევროპარუსეთიარაფორმალური მობილიზაცია რუსეთში

არაფორმალური მობილიზაცია რუსეთში

რუსეთში არაფორმალური მობილიზაციის დაწყების შემდეგ გაწვეული ჯარისკაცების ცოლებმა მოსკოვში თავდაცვის სამინისტროს წინ მცირე საპროტესტო აქცია გამართეს.

ცოლები ქმრების დაბრუნებას ითხოვდნენ.

სამინისტროსთან 20-მდე ქალი შეიკრიბა, მათ სურდათ ახლად დანიშნულ თავდაცვის მინისტრ ანდრეი ბელუსოვთან შეხვედრა.

გავრცელებული ცნობებით, უკრაინაში გარკვეული წარმატებების შემდეგ კრემლმა მიზნად დაისახა ხარკივის აღება.

ექსპერტების თქმით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს 300,000-მდე ჯარისკაცი დასჭირდება ამ მიზნის მისაღწევად. საჭირო ცოცხალი ჯარის შესაკრებად კრემლმა დაიწყო არაფორმალური მობილიზაცია.

გაწვევის მოწინააღმდეგეები ჩასვეს ავტობუსებში, გაგზავნეს სამხედრო აეროდრომზე და შემდეგ დაუყოვნებლივ უკრაინაში, წერს რუსული მედია ვერსტრკა.

სწორედ ამ მოვლენებს აპროტესტებდნენ რუსი ქალები თავდაცვის სამინისტროსთან.

კიდევ ერთი ქალთა ორგანიზაცია, რომელიც უკრაინის ომში გაგზავნილი სამხედროების უკან დაბრუნებას ითხოვს რუსეთში უცხოურ აგენტად გამოაცხადეს.

გზა შინისკენ – ეს ორგანიზაციამ ომში გაგზავნილი რუსი სამხედროების სამშობლოში დაბრუნებას ითხოვდა.

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს ორგანიზაცია რუსეთისა და რუსული არმიის „ნეგატიური იმიჯის“ შესაქმნელად მუშაობდა.

უცხოეთის აგენტად გამოცხადდა ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, მარია ანდრეევაც.

რუსეთში მობილიზაციის საკითხი ძალიან არაპოპულარულია – ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 2022 წლის სექტემბერში ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის ფონზე ასობით ათასმა მოქალაქემ ქვეყანა დატოვა.

საზოგადოებრივი პროტესტის ასარიდებლად, 2022 წლის ბოლოდან კრემლი ცოცხალი ძალის შევსებას მოხალისეების ხარჯზე ცდილობდა. ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ შარშან თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი 500 000-მა პირმა გააფორმა.

ამ ახალწვეულთაგან ბევრს იზიდავს მაღალი ხელფასები და სოციალური შეღავათები. სხვები ფიზიკური ძალადობისა და დაშინების საფუძველზე მიდიან ჯარში.

რუსეთის ხელისუფლება წარსულში ქალთა ორგანიზაციას “გზა შინისკენ”  საპროტესტო აქციების გამართვის უფლებას აძლევდა, თუმცა მათი „აგენტად“ გამოცხადება მიუთითებს ხელისუფლების მიერ ტაქტიკის სავარაუდო ცვლილებაზე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend