მთავარიმსოფლიოუკრაინის ლიდერი სინგაპურში გამართულ თავდაცვის ფორუმს დაესწრო

უკრაინის ლიდერი სინგაპურში გამართულ თავდაცვის ფორუმს დაესწრო

უკრაინის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო სინგაპურში გამართულ შანგრი-ლას თავდაცვის ფორუმში.

უკრაინის ლიდერის თქმით, ჩინეთი ეხმარება რუსეთს და ზეწოლას ახდენს ზოგიერთ ქვეყანაზე, არ მიიღონ მონაწილეობა შვეიცარიაში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტში. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაღალი რანგის სამხედრო პირებს მოუწოდა, დაესწრონ უკრაინის სამშვიდობო კონფერენციას.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მსოფლიოს ზოგიერთ ლიდერს ჯერ კიდევ არ დაუდასტურებია, აპირებენ თუ არა მონაწილეობას სამშვიდობო სამიტში. უკრაინის პრეზიდენტი საუბრობს სამიტის ჩაშლის მცდელობებზეც. მას არ უნდა, იფიქროს, რომ  ეს არის სწრაფვა მონოპოლიური ძალაუფლებისკენ, რომელიც გლობალურ საზოგადოებას ართმევს  შესაძლებლობას, მიიღოს  გადაწყვეტილება ომისა და მშვიდობის საკითხებზე.

უკრაინის ლიდერმა მაღალი რანგის სამხედრო პირებს მოუწოდა, დაესწრონ სამიტს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა სამიტზე წარადგენს წინადადებებს, რომლებიც შეეხება ბირთვული და სასურსათო  უსაფრთხოებისა და ასევე სამხედრო ტყვეების გათავისუფლების საკითხებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend