მთავარიკუბიცნობილი პოლიტიკოსების ხმის ასლები ინტერნეტში

ცნობილი პოლიტიკოსების ხმის ასლები ინტერნეტში

ბრიტანულ-ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ციფრული სიძულვილის წინააღმდეგ (CCDHate) ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გამოჩნდა, რომ ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც შეუძლია პოლიტიკური ლიდერების ხმის განსახიერება, ინტერნეტში მაინც ვრცელდება მიუხედავად დეზინფორმაციის პრევენციისთვის გათვალისწინებული ზომებისა.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ხელოვნური ინტელექტი ბოროტმოქმედებს აძლევს საშუალებას შექმნან, აუდიო, ვიდეო გამოსახულება, რომელიც ავრცელებს სიცრუეს და ამ დეზინფორმაციას ძალიან დაძაბულ საარჩევნო წელიწადში განსაკუთრებული მასშტაბის მიღება შეუძლია, აღნიშნავენ ციფრული ტექნოლოგიის ექსპერტები. მათ შეამოწმეს 6 პოპულარული ხელმისაწვდომი AI (ხელოვნური ინტელექტი), რომელიც ხმის ასლს აკეთებს და შეეცადნენ 8 პოლიტიკოსის ხმის გენერაციას, რომელთა შორის იყვნენ აშშ-ის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, ასევე ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერლ ლაიენი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი რიში სუნაკი. თითოეული მათგანი წელს არჩევნებში მონაწილეობს.

ექსპერტების ჯგუფმა ჯამში 250 ტესტი ჩაატარა და 193-მდე დამაჯერებელი ასლი შექმნა პოლიტიკოსის ხმის. ერთ-ერთ ჩანაწერში მაგალითად, თითქოს ჯო ბაიდენი ამბობს, რომ საარჩევნო კომისიის წევრები ორჯერ ითვლიან მისთვის მიცემულ ხმას არჩევნებზე.

ასევე მაგალითად, კიდევ ემანუელ მაკრონი ყალბ აუდიოჩანაწერში მოუწოდებს ამომრჩევლებს, რომ არ წავიდნენ არჩევნებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები, რადგან საარჩევნო უბნებში აფეთქებებია მოსალოდნელი.

ტექსტებმა აჩვენა, რომ ხმის შექმნის AI ინსტრუმენტებს ფაქტობრივად არ გააჩნია დამცველი ფუნქცია, როდესაც საქმე შეეხება არჩევნებს სხვადასხვა ქვეყანაში, რადგანაც ტექნოლოგია ამჟამად განვითარებულია ისე, როგორც არასდროს და მისი ხელმისაწვდომობა საყოველთაოა.

ამასთან, ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ სოციალური ქსელების კომპანიებისთვის უფრო მეტად რთულია გაყალბებული აუდიოს გამოვლენა, ვიდრე გამოსახულების, რადგან ჯერჯერობით არ არსებობს სრულყოფილი სისტემა ტექნოკომიების, რომელიც გამოავლენს ყალბ აუდიოს სწრაფად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend