თბილისის წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. 4 დღის განმავლობაში “ექსპო ჯორჯიას” მე-11 და მე-6 პავილიონებში ვიზიტორებს ქართველი და უცხოელი გამომცემლების წიგნების არჩევის შესაძლებლობა ჰქონდათ.
ფესტივალზე ასევე გაიმართა ლიტერატურული ღონისძიებები და პატარა დამთვალიერებლებისთვის საბავშვო შემეცნებით-გასართობი კუთხე მოეწყო. როგორ ჩაიარა თბილისის წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალმა.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თბილისის წიგნის ფესტივალის ორგანიზატორმა, თამარ ლებანიძემ ისაუბრა.