მთავარისპორტიქალთა ნაკრების ვარჯიში

ქალთა ნაკრების ვარჯიში

ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში მე-4 შეხვედრას საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მიხეილ მესხი 2-ზე ჩაატარებს.

თამაში თბილისის დროით 20:00-ზე დაიწყება, მატჩზე დასწრება გულშემატკივრებისთვის თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი გასვლაზე, ანგარიშით 2:0, დაამარცხა. ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს სატურნირო ცხრილში ლიეტუვის ნაკრების მსგავსად 4 ქულა აქვს და მე-2 და მე-3 ადგილს ინაწილებენ ჯგუფში.

„კვიპროსთან ბოლო თამაშში არც თუ ისე კარგი ხარისხი ვაჩვენეთ, თუმცა გოგონებმა ძალები არ დაიშურეს, შეხვედრა მოგებით დავასრულეთ და გასვლით მატჩში მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ. ბოლოს, როცა ლიეტუვას ვეთამაშეთ, მაყურებლის მხარდაჭერამ საოცრად დიდი მუხტი შესძინა გოგოებს. იმედი მაქვს, ხვალაც უამრავი გულშემატკივარი მოვა და მხარს დაუჭერს ჩვენს გოგოებს. თითქმის ყველა ფეხბურთელი კარგ ფორმაშია, მართალია, არის პატარ-პატარა ტრავმები, თუმცა ეს ფეხბურთია და ჩვენი სპორტი ტრავმების გარეშე წარმოუდგენელია. ყველა გოგონა ბოლომდე იხარჯება, ისინი დღითიდღე ამტკიცებენ, რომ ნამდვილად იმსახურებენ საქართველოს ნაკრების მაისურის ტარებას“, – ამბობს ირის ანტმანი, საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend