დასავლური ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების უკრაინისთვის მიწოდება, ასევე დასავლური შეიარაღებით რუსული სამიზნეების რუსეთის ტერიტორიაზე განადგურება კვლავ მთავარ საკითხად რჩება უკრაინისთვის. ეს ყველაფერი კრემლის მხრიდან ქალაქ ხარკივზე და ხარკივის ოლქში გაძლიერებულ იერიშებთანაა დაკავშირებული.
უკრაინის ათეულობით პარტნიორმა ქვეყანამ ნაწილობრივ მოხსნა შეზღუდვა კიევისთვის, რაც დასავლური იარაღის რუსეთში რუსული სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენებას უკავშირდება.
ოფიციალური კიევის ცნობით, 2024 წლის თებერვალში გაანადგურეს არაერთი რუსული საფრენი აპარატი, რომლებიც ავდიივკას უტევდნენ. როგორც „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ანგარიშშია ასახული, ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ დასავლური შეიარაღებით უკრაინას ხარკივის ოლქშიც შეუძლია უკეთესი შედეგის მიღწევა. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი სინგაპურში, შანგრი-ლას დიალოგის უსაფრთხოების სამიტზე, კვლავ აღნიშნავდა, რომ უკრაინის მიმართ პოლიტიკა არაა შეცვლილი.
3/ Read ISW’s report from January 2023 assessing the impact of delays in sending high-end weapons systems to Ukraine on Ukraine’s ability to take advantage of windows of opportunity throughout this war. https://t.co/XW3VUEvGAF
— Institute for the Study of War (@TheStudyofWar) June 3, 2024
„მთელი ჩვენი ძალისხმევა ფოკუსირებულია თავდაცვით შესაძლებლობებზე. ჩვენი პოლიტიკა შორი მანძილიდან რუსეთის სიღრმეში იერიშებთან დაკავშირებით არ შეცვლილა. მაგრამ ვფიქრობ, პრეზიდენტის გადაწყვეტილებები უკრაინისთვის დამატებითი სახსრების გამოყოფის თვალსაზრისით ამ ბრძოლაში მნიშვნელოვან ცვლილებას მოიტანს“, – აცხადებს ლოიდ ოსტინი.
Today, I met with President Zelenskyy in Singapore.
We discussed U.S. security assistance to meet Ukraine’s capability needs and I reaffirmed U.S. commitment to maintain the strong support of a coalition of over fifty countries to help Ukraine defend its freedom.
The United… pic.twitter.com/itaSk21DWp
— Secretary of Defense Lloyd J. Austin III (@SecDef) June 2, 2024
სინგაპურში იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დასავლური შეიარაღების რუსულ სამხედრო სამიზნეებზე გამოყენების თაობაზე თანხმობა ქვეყნისთვის კრიტიკულად საჭიროა.
„ჩვენ გვინდა თანხმობა, რომ რუსულ სამხედრო სამიზნეებზე რუსეთის ტერიტორიაზე მივიტანოთ იერიში. დავარტყათ აღჭურვილობას, ტექნიკას, აეროდრომებს, საიდანაც ყოველდღე ფრინდება ავიაცია და რაკეტებს ისვრის ჩვენ წინააღმდეგ. მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, რომელმაც ნება დაგვრთო გამოვიყენოთ ჰაიმარსები ხარკივის რეგიონში საზღვართან ახლოს. თუმცა ეს საკმარისი არ არის“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
გერმანულ მედიასთან ინტერვიუში ბუნდესვერის გენერალ-მაიორმა კრისტიან ფროიდინგმა აღნიშნა, რომ უკრაინას შეუძლია, რუსული საბრძოლო თვითმფრინავები რუსეთისვე საჰაერო სივრცეში ჩამოაგდონ, გერმანიის მიერ გადაცემული PATRIOT-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსებიდან გასროლილი საზენიტო რაკეტებით. საბრძოლო მოქმედებების ყველაზე აქტიური ზონა კი კვლავ ხარკივის ოლქი და ფრონტის აღმოსავლეთ მიმართულებაა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, ფრონტზე ბოლო 24 საათის განმავლობაში 78 სხვადასხვა ინტენსივობის საბრძოლო შეტაკება იყო.