ბელგიაში პარტია „ვლაამს ბელანგი” ხშირად აქვეყნებს პოსტებს სოციალურ ქსელებში და საკმაოდ დიდ თანხას იხდის ახალგაზრდა ამომრჩევლის მოსაზიდად.
ევროპარლამენტის არჩევნების წინ ულტრამემარჯვენეები საარჩევნო კამპანიისთვის სოციალურ მედიაში ყველაზე მეტს ხარჯავენ.
„მეტას“ მონაცემებით, „ვლაამს ბელანგის” მიზნობრივი აუდიტორია 18-34 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებს წარმოადგენს. სოციალურ პლატფორმებზე ყოველი 600-იდან 800 ევროს გადახდისას პარტია ფეისბუკზე 125,000-ამდე, ინსტაგრამზე კი დაახლოებით 60,000 მომხმარებელს იზიდავს.
Euronews/Ipsos-ის მიერ მარტში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ პარტია ლიდერობს ფლანდრიაში, სადაც მას 23 პროცენტი უჭერს მხარს.
ციფრული მარკეტინგის სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ბელგიაში ულტრამემარჯვენე პარტიამ „ვლაამს ბელანგი” საარჩევნო კამპანიის პირველ სამ თვეში 300,000-მდე ევრო დახარჯა ფეისბუკისა და ინსტაგრამის მომხმარებელთა მოსაზიდად. მეორე ადგილზეა ბელგიის მემარცხენე მუშათა პარტია (PVDA/PTB), რომელმაც კამპანიაში 176,637 ევრო გადაიხადა.
უკიდურესი მემარჯვენეები 10-ჯერ მეტ თანხას ხარჯავენ რეკლამაზე, ვიდრე მემარცხენეები.
მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მედიის რეკლამებში ულტრამემარჯვენეები ლიდერობენ, სხვა პარტიებიც დიდ თანხას იხდიან Google-ის რეკლამებზე.
ერთი წლის წინ ბელგიამ ევროპარლამენტის არჩევნებზე ხმის მიცემის ასაკი 16 წლამდე შეამცირა.