მთავარიაზიაღაზაჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკი სრულად განადგურებულია

ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკი სრულად განადგურებულია

ისრაელის სამხედროებმა სამკვირიანი ოპერაციის შემდეგ უკან დაიხიეს. ჯაბალიაში პალესტინელები  ნანგრევებში თავიანთ ნივთებს ეძებენ. 

ისრაელის მიერ „ჰამასის“ პოზიციების განადგურების მიზნით ჩატარებული სამხედრო ოპერაციის გამო ღაზის ლტოლვილთა ბანაკი, რომელსაც ერთ დროს 100 000-ზე მეტი პალესტინელი აფარებდა თავს, მიწასთან არის გასწორებული. ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გასული 24 საათის განმავლობაში 54 პალესტინელი დაიღუპა, 357 კი დაიჭრა.

ღაზის მოსახლეობა იმ ადგილისკენ მიიჩქაროდა, სადაც საჰაერო გზით ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდიდნენ.

ნიუ-იორკში გამართული პრესკონფერენციის დროს გაეროს გენერალური მდივნის სპიკერმა  ღაზაში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებების გაძლიერება და მკაცრი შეზღუდვები ჰუმანიტარული ტვირთის წვდომაზე კვლავ აფერხებს ღაზაში ასობით ათასი ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი  დახმარების ოპერაციებს.

ბაიდენის ადმინისტრაციაში კი ამტკიცებენ, რომ ისრაელის არმიის ქმედებები რაფაჰში არ არის ის მასშტაბური ოპერაცია, რომელზეც მსოფლიო საზოგადოება  რამდენიმე კვირაა მსჯელობს.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი არ აპირებს რაიმეს კატეგორიზაციას. მისი აზრით,  ეს ძალიან დინამიკური და ცვალებადი სიტუაციაა. ვედანტ პატელი დასძენს, რომ აშშ ისრაელში პარტნიორებთან ერთად  გააგრძელებს კონსულტაციებს ამ საკითხებთან დაკავშირებით.

ამავდროულად, ათასობით პალესტინელი ტოვებს რაფაჰს და ცდილობს,  უფრო უსაფრთხო ადგილი მოძებნოს დროებით საცხოვრებლად. მათ უკვე ბევრჯერ მოუწიათ ადგილის შეცვლა.

გაეროს შეფასებით, რაფაჰში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ქალაქი უკვე დატოვა 900 000-ამდე ადამიანმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend