მთავარიEuropean Unionევროპარლამენტში ულტრამემარცხენე ძალები გაერთიანებას განიხილავენ

ევროპარლამენტში ულტრამემარცხენე ძალები გაერთიანებას განიხილავენ

ევროკავშირის მოქალაქეები ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენე ძალების მიმართ არნახული მხარდაჭერის ხილვას ელიან. ამასთან ერთად კვლავ აქტიურობენ ულტრამემარცხენე ძალების მცირე ჯგუფები. ბრიუსელში შესაძლო ულტრამემარჯვენე კოალიციის შესახებ საუბრობენ.

პოტენციური კოალიცია რამდენიმე სხვადასხვა პარტიას გააერთიანებს, რათა წაართვას ხმები ულტრამემარჯვენე ძალებს, რომლებიც არაერთი წინასაარჩევნო გამოკითხვის თანახმად ლიდერობენ.

ევროკავშირის ულტრამემარცხენე პარტიები სხვა მემარცხენე ჯგუფებისგან არაერთი საკითხის გარშემო მიდგომით განსხვავდებიან. მათ შორისაა მიგრაცია, მწვანე შეთანხმების ზოგიერთი პუნქტი და რაც მთავარია, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი.

მათი დიდი ნაწილი არ იზიარებს ევროკავშირის ამჟამინდელ ანტიპუტინისტურ მიდგომას და ომის „მშვიდობიანი“ გზით გადაწყვეტას უჭერენ მხარს.

მსგავს გაერთიანებაში მოსალოდნელია ბალტიის ქვეყნებიდან რუსულენოვანი პოლიტიკოსების ჩართვაც, რომელთაც შესაძლოა რამდენიმე მანდატი მოიპოვონ ახალი მოწვევის ევროპარლამენტში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend