თბილისის „ექსპო ჯორჯიაში“ თბილისის წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალი იმართება.
მე-11 და მე-6 პავილიონებში წარმოდგენილია, როგორც ქართველი ასევე უცხოელი გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების სტენდები, ასევე საბავშვო წიგნები და მათთან დაკავშირებული აქსესუარები.
წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალს უერთდებიან ქართველი მსახიობებიც, რომლებიც ფესტივალის ფარგლებში წიგნებს წარადგენენ.