მთავარიევროპაგერმანიაგერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის რეიტინგი ეცემა

გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის რეიტინგი ეცემა

ევროპარლამენტის არჩევნებისთვის გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგი ეცემა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პარტიის ერთ-ერთი წევრის, მაქსიმილიან კრაჰის, თანაშემწე გერმანიის პოლიციამ ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო დააკავა. ამასთან, პარტია ცნობილია კრემლის მიმართ ლოიალური დამოკიდებულებით. ექსპერტები ამბობენ, რომ თუ აქამდე პარტიას ქვეყნის პატრიოტის სახელი ჰქონდა, ახლა ეს რეპუტაცია შელახულია.

თავად მაქსიმილიან კრაჰი პარტიამ საარჩევნო კამპანიას ჩამოაშორა, მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ ნაცისტური პარტიის ყველა წევრი კრიმინალი არ იყო. სწორედ ამიტომ ექსპერტები იმედოვნებენ, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მაინც მოიპოვებს ხმების 11 პროცენტს, რომელიც 2019 წლის არჩევნებშიც მიიღო, თუმცა ეს არ არის ხმების ის რაოდენობა, რომელსაც ისინი ელიან.

„წინასაარჩევნო კამპანიის დროს „ალტერნატივა გერმანიის“ რეპუტაცია შეილახა. კერძოდ კი, ის ნარატივი, რომ ისინი ქვეყნის პატრიოტები არიან. თუ ისინი რუსეთის პროპაგანდას ავრცელებენ და თუ თავის რიგებში ჩინეთის ჯაშუში ჰყავთ, მაშინ ეს ყველაფერი პატრიოტიზმისგან ძალიან შორს არის. რეალურად ეს საკუთარი სამშობლოს ღალატია და შესაბამისად, უნდა შეეგუონ ამ ბრალდებებს“,- ამბობს პოლიტიკის ექსპერტი იოჰანეს ჰილიე.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რუსეთის მიმართ ლოიალური პარტიაა და ხალხს მოუწოდა, მათთვის ხმა არ მიეცათ.

„ულტრამემარჯვენე პარტიის წევრები რუსეთის ჯიბეში სხედან. რუსული პროპაგანდისთვის სულს ყიდიან და პარტიის ერთ-ერთი წევრის თანაშემწე ჩინეთის ჯაშუში აღმოჩნდა. ამ ყველაფრის მიზანი კი ჩვენი საზოგადოების დაყოფაა, რის გამოც ძალიან შეშფოთებული ვარ”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend