მთავარიკუბიპრეზიდენტის ვეტო დაძლეულია - საერთაშორისო გამოხმაურება

პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია – საერთაშორისო გამოხმაურება

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება.

“ქართველი ხალხის უდიდეს უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. მაგრამ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება, უარყოფითი გავლენა აქვს საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე. ყველა ვარიანტს განვიხილავთ და საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ ევროკავშირისკენ მისწრაფებებს დაუბრუნდეს”, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფინ დერ ლაიენი.

„საქართველოს ხელისუფლება ამჯერადაც უგულებელყოფს ხალხის უმრავლესობის სურვილს, რომლებიც ყოველდღიურად გადიან ქუჩებში ევროპული მომავლისთვის და აშორებს ქვეყანას ევროპას. კურსის შეცვლა არასდროს არის გვიანი“, – წერს პლატფორმა იქსზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი.

ჰელსინკის კომისიაც პლატფორმა იქსზე ავრცელებს განცხადებას, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე ჯო უილსიონი და კონგრესმენი სტივ კოენი.

“საქართველოში რუსული სტილის კანონის იძულებით მიღება, მიუხედავად ქართველი ხალხის ძალიან მკაფიო ნებისა, არის გამიზნული საბოლოო დარტყმა ქართული დემოკრატიისთვის და ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის. სინამდვილეში, ეს მიანიშნებს სისუსტეზე, რადგან თავისუფალი ხალხის ასეთი, სადამსჯელო გზით იძულება გამოიღებს შესაბამის შედეგებს. ეს არის კრემლის მაქინაციების შედეგი, რომელიც დიდი ხანია საკუთარი იმპერიული მიზნებისთვის ცდილობს დაიპყროს თავისი მეზობლები – განსაკუთრებით კი, მასზე ძველი ცივილიზაციები, უკრაინასა და საქართველოში, ვისი ისტორია და კულტურაც წინ უსწრებს მოსკოვს. კონგრესში ჩვენ მოუთმენლად ველით MEGOBARI Act-ის წინსვლას, რათა უზრუნველვყოთ პასუხისმგებლობა აღება ხალხის ნებაზე ამ თავდასხმისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები დგას ჩვენი მეგობრების, ქართველი ხალხის გვერდით, რათა დაიცვას ის სამსახური, რაც ქართველთა თაობებმა, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის, გასწიეს. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერას იმ მექანიზმებით, რაც მეგობარი აქტში და სხვაგანაც არის გაწერილი“, – ვკითხულობთ ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend