მთავარისაქართველოომბუდსმენის განცხადება აქციებზე დაკავებულთა „მტრულ” საკნებში განთავსების თაობაზე

ომბუდსმენის განცხადება აქციებზე დაკავებულთა „მტრულ” საკნებში განთავსების თაობაზე

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს საპროტესტო აქციებში მონაწილე ორი დაკავებული, რომელთა მიმართ არასათანადო მოპყრობაზე ინფორმაცია 29 მაისს გავრცელდა.

„ერთ-ერთმა დაკავებულმა მიუთითა, რომ დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ შესახლებული იყო საკანში, სადაც მის გარდა იმყოფებოდა ოთხი პატიმარი, რომლებთანაც შეუთავსებლობა ჰქონდა პოლიტიკური შეხედულებების გამო და ხშირად კამათობდნენ. სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.

მეორე დაკავებულმა კი განმარტა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ გარკვეული პრობლემები და შეკამათება ჰქონდა, თუმცა საკითხი ამ დროისთვის მოგვარებულია. მისი თქმით, აღელვების ნიადაგზე სცადა საპარსის გადაყლაპვა, რაც შემდეგ გადაიფიქრა“, – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

დაკავებულები გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან. მათმა ადვოკატებმა ბრალდებულებისთვის საკნის შეცვლა, ბრალდებულებთან სახალხო დამცველის შესვლა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვეს. ადვოკატები აღნიშნავენ, რომ ბრალდებულები საპატიმროში მტრულ გარემოში იმყოფებიან და თანამესაკნეები მათ მიმართ აგრესიას მუდმივად გამოხატავენ. აღნიშნეს ისიც, რომ აქციაზე დაკავებულები მსგავს გარემოში მიზანმიმართულად მოათავსეს. 19 და 23 წლის ახალგაზრდები 14 მაისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მათ სხვა პირებთან ერთად ფიზიკური ძალისა და რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის ჯებირი დააზიანეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend