მთავარიაზიაღაზაღაზის სამხრეთის ქალაქ რაფაჰის ცენტრში ისრაელის ტანკები გამოჩნდნენ

ღაზის სამხრეთის ქალაქ რაფაჰის ცენტრში ისრაელის ტანკები გამოჩნდნენ

ბოლო 24 საათში ისრაელის მიერ ღაზის სამხრეთის ქალაქ რაფაჰის დაბომბვისა და ავიადარტყმების შედეგად დაიღუპა 37 ადამიანი, რომელთა უმეტესობა კარვებს აფარებდა თავს.

ამ დღეებში ეს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის მეორე შემთხვევაა. ბოლო ინფორმაციით, რაფაჰის ცენტრში ისრაელის ტანკები უკვე  გამოჩნდნენ. ქალაქში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს.

თეთრი სახლი შეშფოთებას გამოთქვამს  ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის გამო, თუმცა ის ისრაელის ქმედებების საპასუხოდ  რაიმე პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმას არ გეგმავს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა კი გუშინ განაცხადა, რომ ის მზად არის, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო, თუმცა დასძინა, რომ ამისთვის შესაბამისი მომენტია საჭირო. ანუ იმ დროს,  როდესაც ეს იქნება იმ პროცესის ნაწილი, რომლის ვალდებულებაც აღებული აქვთ რეგიონის სახელმწიფოებსა და ისრაელს და რომელსაც შეუძლია სასარგებლო შედეგი მოიტანოს და ასევე ჩაეყაროს საფუძველი პალესტინის ხელისუფლების რეფორმას. ემანუელ მაკრონი არ აპირებს ემოციურ ფონზე გადაწყვეტილების მიღებას.

ისრაელის იერიშების გამო ათეულობით პალესტინელი გარბის ქალაქ რაფაჰიდან. ისრაელის მიერ მაისში დაწყებული ქმედებების გამო ქალაქი უკვე დატოვა მილიონამდე ადამიანმა, რომელთა უმეტესობა ისედაც იძულებით გადაადგილებული პირი იყო.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend