საქართველოს პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ უნდა დაინიშნოს რეფერენდუმი.
„დავიწყოთ საქმე. უნდა მოვამზადოთ პირველ რიგში ნამდვილი რეფერენდუმი”, – განაცხადა პრეზიდენტმა და მოუწოდა მოქალაქეებს შეაგროვონ ხელმოწერები რეფერენდუმის თაობაზე.
მან ასევე გააკრიტიკა 84 დეპუტატი, რომელთაც ხმა მისცეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს. მისი თქმით, 4 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა არჩევნების შესახებ და თქვა, რომ 26 ოქტომბერი ყველამ ერთად უნდა მოამზადოს.