მთავარიაზიაღაზასაერთაშორისო საზოგადოება მკაცრად გმობს ისრაელის მიერ ღაზის ქალაქ რაფაჰზე განხორციელებულ თავდასხმას

საერთაშორისო საზოგადოება მკაცრად გმობს ისრაელის მიერ ღაზის ქალაქ რაფაჰზე განხორციელებულ თავდასხმას

ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების  პოლიტიკის საკითხებში აცხადებს, რომ მისი შეთავაზებით ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ღაზის სექტორის სამხრეთში, კერძოდ, რაფაჰში, განახლდეს ევროკავშირის სასაზღვრო მისია, რომელიც წლების განმავლობაში შეჩერებული იყო.

ჯოზეფ ბორელის აზრით, ამან შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს და გაუადვილოს ხალხს ღაზაში შესვლა და გამოსვლა.

ისრაელს აკრიტიკებენ გუშინ რაფაჰზე განხორციელებული თავდასხმის გამო, რომელსაც, ბოლო ინფორმაციით, 45 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იტალიის თავდაცვის მინისტრის გვიდო კროსეტოს თქმით, ისრაელის იერიშებს გრძელვადიანი შედეგები მოჰყვება, რადგან ისრაელის ქმედებები თესავს სიძულვილს, რომელიც თაობებზე გადადის.

რაფაჰზე განხორციელებული დარტყმები მკაცრად დაგმო თურქეთის ლიდერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც. მან ისრაელის მხარე ღაზაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო მკაცრად გააკრიტიკა და ომის დანაშაულის ჩადენასა და გენოციდში დაადანაშაულა, რასაც ისრაელი კატეგორიულად უარყოფს.  ისრაელმა იერიში მიიტანა რაფაჰის იმ ნაწილზე, რომელიც უსაფრთხო ზონად იყო გამოცხადებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend