მთავარიევროპაბელგიარძის მწარმოებელმა ფერმერებმა ბრიუსელში საპროტესტო აქცია გამართეს

რძის მწარმოებელმა ფერმერებმა ბრიუსელში საპროტესტო აქცია გამართეს

რძის მწარმოებელმა ფერმერებმა  ბრიუსელში საპროტესტო აქცია გამართეს. უპირველეს ყოვლისა, მათ სურთ, ევროკავშირმა დააწესოს ისეთი რეგულაცია, რომელიც აკრძალავს რძის გაყიდვას წარმოების ღირებულებაზე ნაკლებ ფასად.

რძის ნაწარმის ევროპული კომპანიის საბჭოს პრეზიდენტი ჯარტან პოულსენი  აცხადებს, რომ ერთი ლიტრი რძე 40 ცენტად იყიდება, წარმოების ხარჯები კი 50 ცენტს უტოლდება.   მათ შეისწავლეს ესპანური კანონი არასამართლიან სავაჭრო პრაქტიკასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, იკრძალება პროდუქტების წარმოების ღირებულებაზე ნაკლებ ფასად გაყიდვა. მისი თქმით, როდესაც  საუბარია რძეზე, გულისხმობენ როგორც მწარმოებლისა და ქარხნების მუშაობას, ისე პროდუქტის საცალო ვაჭრობისთვის გატანის პროცესს.

ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, იტალიაში, წარმოების ხარჯებსა და გაყიდვის ფასს შორის სხვაობა კიდევ უფრო დიდია.

რძის ნაწარმის იტალიური კომპანიის წარმომადგენლის რობერტო კავალიერის თქმით, იტალიური კომპანიის საშუალო ხარჯები დღეს ერთ ლიტრ რძეზე დაახლოებით 60-დან 65 ცენტამდეა. ამჟამად იტალიელი მწარმოებლები საშუალოდ 50 ცენტს იღებენ და ჯერ კიდევ აქვთ 15 ცენტის სხვაობა.

რძის მწარმოებელი ფერმერები ასევე მოითხოვენ უფრო მეტ ჩართულობას აგროსექტორთან დაკავშირებული მწვანე შეთანხმების შემუშავებაში.

პროტესტმა ევროპარლამენტიდან ევროკომისიაში გადაინაცვლა. რძის მწარმოებლები ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავენ ევროკავშირის კომისართან იანუშ ვოიცეხოვსკისთან. მათი მიზანია,  არჩევნების წინ გაზარდონ ზეწოლა ევროკავშირზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend