მთავარისაქართველოსაქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

რამდენიმე კვირიანი მასშტაბური პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ. კანონის მიღებას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ წავიდა 4 დეპუტატი.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად კიდევ ერთხელ გაეგზავნება. მას ხელმოსაწერად 5-დღიანი ვადა აქვს. თუ სალომე ზურაბიშვილი კანონს დადგენილ ვადაში კვლავ არ მოაწერს ხელს, მას 5 დღის ვადაში ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

თბილისსა და რეგიონებში თვეზე მეტია იმართება საპროტესტო აქციები და მსვლელობები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ. ამ კანონს მოწინააღმდეგეები რუსულ კანონს უწოდებენ და აცხადებენ, რომ საქართველოში ამ ნაბიჯით შეიზღუდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. პროტესტის მონაწილეები იმასაც ამბობენ, რომ ხელისუფლებას ამ კანონით ექნება ბერკეტი მედიასა და არასამთავრობო სექტორზე ზეწოლისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend