მთავარისაქართველობორელი ამბობს, რომ “უცხოური გავლენების” კანონი გავლენას მოახდენს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე

ბორელი ამბობს, რომ “უცხოური გავლენების” კანონი გავლენას მოახდენს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი პლატფორმა X-ზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

ევროპელი დიპლომატი წერს, რომ თუ “უცხოური გავლენების” კანონი ძალაში შევა, ის გავლენას მოახდენს საქართველოს ევროინტეგრაციაზე.”

„უცხოური გავლენის“ შესახებ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. თუ კანონი ძალაში შევა, ის გავლენას მოახდენს საქართველოს ევროინტეგრაციაზე.

ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის საპასუხო ზომებს და მივიღებთ გადაწყვეტილებას ივნისში საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე.

ოქტომბრის არჩევნები იქნება საქართველოს ევროპული მომავლისადმი ერთგულების გამოცდა”, -წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი პლატფორმა X-ზე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend