საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიმოხილვას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა ადეკვატურობის დონეს ჩამოსცდა. შეფასების თანახმად, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასული წლის განმავლობაში რეზერვების შესყიდვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, წლიურ ჭრილში სავალუტო რეზერვების დონე მაინც შემცირებულია. ხოლო რეზერვების მთლიანი მოცულობა იმაზე დაბალია, ვიდრე უნდა იყოს.
2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა 4.81 მილიარდ დოლარს შეადგენდა, მარტთან შედარებით აპრილში რეზერვები 37 მილიონით გაიზარდა, თუმცა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეზერვები 325 მილიონი დოლარით არის შემცირებული.
ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ფუნქცია სწორედ საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მართვაა, რომელიც მისი ბალანსის ყველაზე მსხვილ აქტივს წარმოადგენს.