მთავარიმსოფლიოპალესტინის ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრმა მუჰამედ მუსტაფამ ბრიუსელში შეხვედრები გამართა

პალესტინის ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრმა მუჰამედ მუსტაფამ ბრიუსელში შეხვედრები გამართა

პალესტინის ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრი მუჰამედ მუსტაფა სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს, აღიარონ პალესტინის სახელმწიფო.

მუჰამედ მუსტაფა ბრიუსელში შეხვდა  საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელს ჯოზეფ ბორელსა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელმაც მას აღიარების ოფიციალური დოკუმენტაცია გადასცა. მისი განცხადებით, პალესტინის ადმინისტრაცია გეგმავს, სათავეში ჩაუდგეს პალესტინის ყველა მომავალი სახელმწიფოს, მათ შორის ღაზის მთავრობას.

პრემიერ-მინისტრ მუჰამედ მუსტაფას თქმით, მათი პრიორიტეტი ღაზაში პალესტინელი ხალხის დახმარებაა. მათ სჭირდებათ ყველანაირი მხარდაჭერა და ამის საუკეთესო გზა ცეცხლის  შეწყვეტის დროულად მიღწევაა. თითოეული დღე კი დიდი დანაკარგია ადამიანის სიცოცხლის, ქონებისა თუ პალესტინელი ხალხის იმედის თვალსაზრისით.

პალესტინის ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრი მუჰამედ მუსტაფა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. 26 მაისი, 2024 წელი – Nicolas Landemard/Copyright 2024 The AP.

ამავდროულად, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხოსე მანუელ ალბარესი აცხადებს, რომ მის ქვეყანას ვერ შეაშინებს პალესტინის აღიარებასთან დაკავშირებით ისრაელის საპასუხო განცხადება, რომლის მიხედვით, ისრაელი აღარ დაუშვებს ესპანურ არასამთავრობო ორგანიზაციებს დასავლეთ სანაპიროზე.

ხოსე მანუელ ალბარესი აღნიშნავს, რომ ესპანეთს ყოველთვის მტკიცე პოზიცია ჰქონდა. მათი მოთხოვნა კვლავ ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და საჭირო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მათ ვერავინ აიძულებს, სხვაგვარად მოიქცნენ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს ბრიუსელში გამართავენ შეხვედრას, რომელზეც განიხილავენ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის კატასტროფულ მდგომარეობასა და საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონების პატივისცემასთან დაკავშირებულ საკითხებს. შეხვედრაზე ესპანეთისა და ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები კიდევ ერთხელ განმარტავენ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების მიზეზებს. მათი აზრით, აღიარება ორი სახელმწიფოს პრინციპების ახლებურად გააზრებას ითვალისწინებს. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ევროკავშირის წვერ ქვეყნებს მოუწოდებს, შეუერთდნენ მათ ამ გადაწყვეტილებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend