დასრულდა ევროპის ტესტირების კვირეული, რომელსაც საქართველოდანაც უერთდებიან. კვირეულის ფარგლებში მთელ ევროპაში სამოქალაქო საზოგადოება, ჯანდაცვის ორგანიზაციები, სამედიცინო პერსონალი, პოლიტიკის მესვეურები ერთიანდებიან და მიმართავენ თავის ძალისხმევას იმისთვის, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს საკუთარი აივ და ჰეპატიტების სტატუსის შესახებ.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საუბრობს ზიანის შემცირების ქსელის პროგრამების დირექტორი მაკა გოგია.