ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება.
ისრაელის თავდაცვის ძალები ქალაქ რაფაში „ჰამასის” ბატალიონებს ებრძვიან. ორ ცეცხლს შუა კი მშვიდობიანი მოსახლეობაა მოქცეული, მსხვერპლი დიდია.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელს ქალაქ რაფაზე იერიშის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მაგრამ უშედეგოდ.
7 ოქტომბერს „ჰამასის” მიერ მიტანილი იერიშის შედეგად დაწყებულ ომში რაფა „ჰამასის” ბოლო დასაყრდენია, ისრაელის ხელისუფლება კი სურს, ის დაეცეს.
ამ მძიმე ვითარების ფონზე ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების განხილვის მიზნით შეიკრიბნენ.
Horrified by news coming out of #Rafah on Israeli strikes killing dozens of displaced persons, including small children. I condemn this in the strongest terms.
There is no safe place in Gaza. These attacks must stop immediately. ICJ orders & IHL must be respected by all parties.
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) May 27, 2024
„საერთაშორისო ინსტიტუტების პატივისცემა აუცილებელია, მათ მუშაობის საშუალება უნდა მივცეთ. სამწუხაროდ, საპირისპიროს მოწმენი ვართ. ეს ინსტიტუტები ანტისემიტიზმში დაადანაშაულეს, ეს მიუღებელია”, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
პალესტინის სუვერენიტეტის აღიარებას აპირებს ბელგიაც.
„ბელგიის ხელისუფლებამ პალესტინის აღიარება გადაწყვიტა, ეს პალესტინელთა უფლებების დაცვას ემსახურება, ორი სახელმწიფოს პრინციპი ერთადერთი გზა გახლავთ”, – განაცხადა ჰაჯა ლაჰბიბიმ, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს უკვე შეეწირა 36 ათასზე მეტი ადამიანი.