მთავარისაქართველოორი სცენარი — ამერიკული კანონპროექტები, რომლებიც აშშ-საქართველოს ურთიერთობის ორ სცენარს მოიცავს

ორი სცენარი — ამერიკული კანონპროექტები, რომლებიც აშშ-საქართველოს ურთიერთობის ორ სცენარს მოიცავს

ამერიკის კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში სენატორი ჯო უილსონის MEGOBARI აქტის შესაძლო წარდგენის შემდეგ ამერიკის სენატში ორპარტიულ დოკუმენტს, „ქართველი ხალხის აქტს“, წარადგენენ. ინიციატორები დემოკრატი და რესპუბლიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში არიან. ორივე აქტი მოიცავს დეტალურ ინფორმაციას საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ და საქართველოს ხელისუფლების მიმართ გარკვეულ ზომებს ითვალისწინებს – „ქართული ოცნების” მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სამი მოსმენით მიღების პასუხად. ორივე აქტი ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების განვითარების ორ სხვადასხვა სცენარს მოიცავს.

ორივე აქტი ითვალისწინებს საქართველოში მოვლენების განვითარების ორ განსხვავებულ, საპირისპირო სცენარს. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა საქართველოს პროგრესი დემოკრატიზაციის კუთხით, თუ ჩატარდება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, თუ დაცული იქნება ადამიანის უფლებები და ა.შ. ამ ორი აქტის ფარგლებში განიხილება:

  • შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმი, რომელიც ქართულ ბიზნესებს დაეხმარება საკუთარი პროდუქცია შტატებში გაიტანონ; ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის; უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავება; 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პროექტების მხარდასაჭერად; სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის მხარდაჭერა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის სამი მოსმენით მიღების ფონზე.
  • მეორეს მხრივ, გათვალისწინებულია სავიზო და ქონებრივი სანქციები იმ პირებზე, რომლებიც ძირს უთხრიან ქვეყნის სტაბილურობას, სუვერენიტეტს, ევროინტეგრაციას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაზე. ჩვენ უკვე ვიხილეთ სანქციები.

ქართველი ხალხის აქტი კონკრეტულად ხუთი წლის ვადით მოქმედებას ითვალისწინებს და ასევე გულისხმობს, რომ აშშ-მ გადახედოს საქართველოში განხორციელებულ პროექტებს, მის დახმარებას ქვეყნის შიგნით, შეაჩეროს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა და გადახედოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას.

აშშ-ის სენატი არის კონგრესის ორი პალატიდან ერთ-ერთი, მეორე არის წარმომადგენელთა პალატა.

აშშ-ის კონგრესს შედგება ორი პალატისგან. ერთ-ერთი არის წარმომადგენელთა პალატა, ხოლო მეორე არის სენატი, რომელშიც თითო შტატს ორი წარმომადგენელი ჰყავს და კონსტიტუციის თანახმად, სწორედ სენატი დგამს ნაბიჯებს სხვადასხვა კანონპროექტის, რეზოლუციების, შესწორებებისა თუ ხელშეკრულებების დასამტკიცებლად.

რაც შეეხება კანონპროექტის კანონად ქცევის პროცესს. პირველ რიგში კონგრესის წევრი წარადგენს კანონპროექტს, მას ჯერ განიხილავს კომიტეტი ანუ კანონმდებლების მცირე ჯგუფი, რომელიც სპეციფიკურად ამ კანონპროექტის ტიპის საკითხებზე მუშაობს. მათ შეიძლება შესწორებები შეიტანონ მონახაზში, ან სულაც უარყონ ის. შემდეგ ინიშნება კანონპროექტის განხილვა, რის დროსაც შეიძლება დამატებითი შესწორებები შევიდეს. იმ შემთხვევაში თუ უმრავლესობა დაუჭერს მხარს კანონპროექტის შესწორებულ ვერსიას, ის გადაინაცვლებს მეორე პალატაში დასამტკიცებლად. თუ ორივე პალატამ, ანუ სენატმაც და წარმომადგენელთა პალატამაც მხარი დაუჭირა კანონპროექტს და მიაღწიეს რაიმე ტიპის შეთანხმებას, ის გაეგზავნება აშშ-ის პრეზიდენტს. პრეზიდენტს 10 დღის ვადაში შეუძლია, რომ ან მოაწეროს ხელი კანონპროექტს, რის შემდეგაც ის კანონად იქცევა, ან ვეტო დაადოს მას. ვეტოს დადების შემთხვევაში კონგრესის 2/3-ს აქვს შესაძლებლობა, რომ დაძლიოს ვეტო და დაამტკიცოს კანონი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend