მთავარისაქართველოკონგრესმენი ჯო ვილსონი კანონპროექტს წარადგენს, რომელიც საქართველოს ოფიციალური პირების სანქცირებას ითვალისწინებს

კონგრესმენი ჯო ვილსონი კანონპროექტს წარადგენს, რომელიც საქართველოს ოფიციალური პირების სანქცირებას ითვალისწინებს

ამერიკული მედია საშუალების Fox News Digital-ის ინფორმაციით, სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო ვილსონი კონგრესში წარადგენს კანონპროექტს, რომელიც საქართველოს ოფიციალური პირების სანქცირებას ითვალისწინებს.

დოკუმენტის მიხედვით,  ფინანსური და სავიზო შეზღუდვების დაწესება იმ ძირითადი პირებისთვის და მათი ოჯახებისთვის განიხილება, რომლებიც “მატერიალურად ან პირდაპირ პასუხისმგებელნი არიან პარლამენტში “რუსული სტილის უცხოეთის აგენტების კანონის ადვოკატირებაზე, მიღებასა და პოტენციურ ამოქმედებაზე, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ოპოზიციის ჩახშობაზე”.

კანონპროექტის თანახმად, ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში სახელმწიფო მდივანმა უნდა დაადგინოს საქართველოს მთავრობაში ის ძირითადი პირები  ან მათი აგენტები, რომლებიც “საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების შელახვაში  არიან პასუხისმგებლები. კონგრესმენმა ვილსონმა ასევე განაცხადა, რომ ქართული ოცნება და კრემლი შეერთებულ შტატებს სერიოზულად არ უყურებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend