ევროპარლამენტის არჩევნებისთვის, რომელიც 6 დან 9 ივნისის ჩათვლით გაიმართება, არ გამორიცხავენ, რომ ორი კონკურენტი მემარჯვენე პარტიამ, შესაძლოა ერთიანი ბლოკი ჩამოაყალიბონ.
ასე ფიქრობს, ევროპის არჩევნების წინ პარტიების ყველაზე რადიკალური, მემარჯვენე ჯგუფის კამპანიის ლიდერი ანდერს ვისტისენი. Anders Vistisen. ევრონიუსთან საუბრისას მან თქვა, რომ არ არსებობს პოლიტიკური განხეთქილება მის პარტიას „იდენტობა და დემოკრატიასა“ და ჯორჯია მელონის პარტია ,,იტალიის ძმებს „ შორის.
,,პარტია „იდენტობა და დემოკრატია“ და ,,იტალიის ძმებს“ შორის არ არსებობს პოლიტიკური განხეთქილება, რაც შეიძლება სხვა პარტიებს შორის აღმოაჩინოთ” – განაცხადა პარტია „იდენტობა და დემოკრატიის“ ლიდერმა ანდერს ვისტისენმა.
ანდერს ვისტისენმა ასევე, განაცხადა, რომ მარინ ლე პენი არ ითანამშრომლებს პარტია ,,ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერთან მაქსიმილიან კრაჰტან.
მიუხედავად ამ მრავალრიცხოვანი სკანდალებისა, ვისტისენის ევროპული პარტიის რეიტინგი იზრდება გამოკითხვებში და შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ევროპარლამენტის სიდიდით მესამე ძალას.
ევროპარლამენტის წლევანდელ არჩევნებზე 720 ევროპარლამენტარს აირჩევენ. ევროპარლამენტართა რიცხვი ყოველი არჩევნების წინ განისაზღვრება, მათი საერთო რაოდენობა 750-ს არ უნდა აჭარბებდეს ევროპარლამენტის პრეზიდენტის ჩათვლით. ამჟამად ევროპარლამენტში 705 დეპუტატია.
წევრი სახელმწიფოებიდან დეპუტატთა რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობაზეა დამოკიდებული და თითოეულ წევრ სახელმწიფოს შეუძლია ჰყავდეს მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 96 დეპუტატი.