მთავარიმსოფლიობუდაპეშტი ნატოში სპეციალური სტატუსის მიღებას მოითხოვს

ბუდაპეშტი ნატოში სპეციალური სტატუსის მიღებას მოითხოვს

უნგრეთი უკრაინის მხარდამჭერ ნებისმიერ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობისგან თავს შეიკავებს. ვიქტორ ორბანის განცხადებით, მისი სახელმწიფო ეწინააღმდეგება გეგმას, რომელსაც ნატოში განიხილავენ და გულისხმობს კიევისთვის უფრო ეფექტური სამხედრო დახმარების გაწევას.

ორბანის ცნობით, უნგრეთი არ მიიღებს მონაწილეობას ნატოს პოტენციურ ოპერაციებში უკრაინის ტერიტორიაზე. ვიქტორ ორბანი ნატოსა და ევროკავშირის წევრი ერთადერთი სახელმწიფოს ლიდერია, რომელიც უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყების შემდეგ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

„სპეციალური ჯგუფები მუშაობენ, თუ როგორ და რა გზით შეიძლება ნატომ მონაწილეობა მიიღოს უკრაინაში მიმდინარე ომში, ჩვენ წევრნი ვართ ამ კომიტეტებში, ვესწრებით ამ განხილვას და არ ვეთანხმებით ამ გეგმებს, არ გვინდა უკრაინისათვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევაში მონაწილეობის მიღება. გამომდინარე აქედან, ცოტა უცნაური პოზიცია გვაქვს, თან იქ ვართ, ამავე დროს კი, არა. მიმდინარეობს მუშაობა, რათა შესაძლებელი გახდეს უნგრეთის შეიარაღებული ძალების ნატოს ტერიტორიის გარეთ შესაძლო სამხედრო მოქმედებებიდან გამორიცხვა. ნატოსა და უკრაინას შორის ტოლობის ნიშნის დასმა შეუძლებელია. ნატო ასჯერ და ათასჯერ ძლიერია, გამომდინარე აქედან, ალოგიკურია, რომ ვინმე ნატოზე კრემლის თავდასხმას ვარაუდობდეს. რუსეთი, რომელიც უკრაინას ვერ უმკლავდება, უცბად მთელ დასავლურ სამყაროს ვერ გადაყლაპავს”, – ამბობს ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრეზიდენტი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend