მთავარისაქართველოყოფილმა პარლამენტარებმა ქვეყანაში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს

ყოფილმა პარლამენტარებმა ქვეყანაში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი და შემდგომი მოწვევის პარლამენტარებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ისაუბრეს.

ყოფილმა დეპუტატებმა მმართველი პარტიის მიერ ბოლო დროს გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯები გააპროტესტეს და თქვეს, რომ ხელისუფლებას ქვეყანა კვლავ რუსულ ორბიტაზე გადაჰყავს. მათივე განცხადებით, ახლა საჭიროა სრული სამოქალაქო გაერთიანება და ერთად ბრძოლა იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს ანგრევს.

„დღეს არც ქართულ საზოგადოებაში და არც დემოკრატიულ დასავლეთში, აღარავის აღარ აქვს ეჭვი იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი რეჟიმი გასულია კონსტიტუციის ჩარჩოებიდან. ჩვენს წინაშე პირდაპირ დგას ხელისუფლება, რომელიც არის რუსული ინტერესების გამტარებელი. ვხედავთ თუ რამხელა მღელვარება გამოიწვია,  „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულმა კანონმა თითქოს და გამჭვირვალობის შესახებ, სინამდვილეში კი ე.წ. რუსულმა კანონმა. ახლა მთავარი არის საზოგადოების სრული გაერთიანება. პირველ რიგში მოვუწოდებთ ოპოზიციურ ძალებს, როგორღაც გაერთიანდნენ. მოვუწოდებთ სტუდენტებს, რომ ხმამაღლა გამოთქვან თავიანთი პროტესტი“, – განაცხადა საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრმა ბეჟან ჯავახიამ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend