მთავარისაქართველოსაქართველოში ნიდერლანდების საელჩო Financial Times-ის სტატიას ეხმაურება

საქართველოში ნიდერლანდების საელჩო Financial Times-ის სტატიას ეხმაურება

საქართველოში ნიდერლანდების საელჩო აცხადებს, რომ Financial Times-ის სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სწორად არ ასახავს არც ნიდერლანდების პოზიციას და არც ევროკავშირში ნიდერლანდების წარმომადგენლების განცხადებებს.

გამოცემამ 2 დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს. მათი ინფორმაციით, ეს საკითხი მომავალ კვირაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე უნდა განიხილონ. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოსთვის შემზღუდავი ზომების დაწესებაზე ისაუბრებენ ნიდერლანდები, ესტონეთი, ჩეხეთი და შვედეთი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend