მთავარიევროპაუკრაინარუსული ძალები განაგრძობენ უკრაინის ქალაქების, სოფლებისა და დასახლებების დაბომბვას

რუსული ძალები განაგრძობენ უკრაინის ქალაქების, სოფლებისა და დასახლებების დაბომბვას

დონეცკის რეგიონის სოფელ რიგის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა,  ორი კი დაიჭრა.

დონეცკის რეგიონის ადგილობრივი პროკურატურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსებმა დასახლებაზე იერიში მიიტანეს „ისკანდერის“ ტიპის რაკეტით, რომელიც საცხოვრებელ სახლთან ჩამოვარდა.

12 ადამიანი დაშავდა ქალაქ ხარკივზე განხორციელებული თავდასხმის დროს. ქალაქის დასავლეთ ნაწილში ერთ-ერთი ჭურვი საწარმოს მოხვდა, ხოლო მეორე ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე საცხოვრებელ რაიონში აფეთქდა, რის შედეგადაც დაზიანდა სახლები, კაფე და ავტოსამრეცხაო.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სამშვიდობო სამიტი, რომელიც ივნისში შვეიცარიაში უნდა გაიმართოს, ბოლო შანსია იმისთვის, რომ გაეროს წესდების ფარგლებში ყველა ქვეყანაში უსაფრთხოება იყოს  უზრუნველყოფილი.

რუსულმა ძალებმა ასევე სარაკეტო იერიში მიიტანეს ჩუჰუივზე, რომელიც ხარკივიდან 40 კილომეტრში მდებარეობს. სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურდა საბავშვო ბაღი, დაზიანდა 15 საცხოვრებელი კორპუსი და დაშავდა 8 ადამიანი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend