ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის კანონს” ეხმაურება.
მან კანონის მიღებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი და აშკარად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სურვილს, განაგრძოს სვლა ევროკავშირისკენ. ბლინკენმა დასძინა, რომ გულდასმით განიხილავენ თუ რა შეიძლება იყოს პასუხი – სახელმწიფო მდივანი მოელის, რომ აშშ გარკვეულ ზომებს მიიღებს.
“ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ “უცხოეთის აგენტების კანონით”, რომელიც მიიღეს. ვფიქრობ, ის მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა, სამწუხაროდ. ის აშკარად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სურვილს, განაგრძოს სვლა ევროკავშირისკენ. ჩვენ გულდასმით განვიხილავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია საპასუხოდ და მოველი, რომ ზომებს მივიღებთ. ევროკავშირი აკვირდება, რა გავლენა ექნება ამას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე. ველი, რომ სიახლეები იქნება ამ კანონის შესაძლო შედეგების გამო”, — განაცხადა ბლინკენმა.