უკრაინის საგანგებო სამსახურის წარმომადგენლების თქმით, სამშაბათს უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთის ქალაქ ხარკივზე რუსული დრონების თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა, დაშავებულია 5 ადამიანი.
ბოლო ინფორმაციით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ავტომობილებიც. სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ ჯამში ქალაქის ორ რაიონში ხანძრის სამი კერა გაჩნდა. ცეცხლი მოედო ორ საცხოვრებელ სახლს და დაიწვა ავტოფარეხი, რომელშიც მიკროავტობუსი იდგა.
Today, I continued our diplomatic marathon of preparing for the Global Peace Summit. It will bring together many leaders with the goal of implementing the Peace Formula, which can force Russia into a just peace.
Today I spoke with the leaders of Romania, Angola, and Iraq. I… pic.twitter.com/5oreMGHwpj
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) May 21, 2024
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის აღმოსავლეთით, დონეცკის რეგიონში, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა, უკრაინული ძალები ცდილობენ რუსეთის შეტევების მოგერიებას.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი გუშინ გაავრცელა ხარკივის რეგიონის სოფელ პლეტენივკაში გადაღებული კადრები. სამინისტროს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა სოფელი მაისის შუა რიცხვებში დაიკავეს.