მთავარიევროპარუსეთიკრემლმა ტაქტიკური ბირთვული სწავლება დაიწყო

კრემლმა ტაქტიკური ბირთვული სწავლება დაიწყო

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ სამხედრო ოლქში არასტრატეგიული ბირთვული სწავლება დაიწყეს. ეს არის წვრთნების პირველი ეტაპი, რომელშიც ტაქტიკური ბირთვული შეიარაღება მონაწილეობს. პრაქტიკული წვრთნები მოიცავს ბირთვული იარაღის მომზადების, საბრძოლო პოზიციებზე ოპერატიულად და ფარულად გადაყვანის ამოცანებს. სწავლებაში ჩართულია ისკანდერის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემები, ასევე რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების საავიაციო ქვედანაყოფები „კინჟალის“ ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტებით.

რუსული მედია ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამხედრო წვრთნები პასუხობს დასავლელი ოფიციალური პირების პროვოკაციულ განცხადებებს და მიზნად ისახავს არასტრატეგიული ბირთვული დანაყოფების მზადყოფნის შენარჩუნებას, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend