მთავარიაზიაირანიგლოვა ირანში - ისლამურ სახელმწიფოში პრეზიდენტს ემშვიდობებიან

გლოვა ირანში – ისლამურ სახელმწიფოში პრეზიდენტს ემშვიდობებიან

ათიათასობით ადამიანი მსვლელობით მიაცილებს თეირანში ირანის პრეზიდენტისა და ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სხვა დაღუპულთა ცხედრებს.

პროცესიას წინ მიუძღვებოდა აიათოლა ალი ხამენეი, ირანის სულიერი ლიდერი.

გარდაცვლილი პრეზიდენტის სასახლეზე შავი თავსაბურავი დევს, რაც ისლამის წინასწარმეტყველ მუჰამედისგან პირდაპირ შთამომავლობას აღნიშნავს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ირანის რევოლუციური გვარდიის ლიდერები.

იყვნენ დელეგაციები “ჰამასიდან” და რუსეთიდან, მათ შორის, “ჰამასის” ერთ-ერთი ლიდერი ისმაილ ჰანიე და დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი.

პარალელურად გრძელდება გამოძიება ვერტმფრენის ჩამოვარდნის საკითხზე.

ებრაჰიმ რაისის შტაბის უფროსმა ღოლამჰოსეინ ესმაილიმ, რომელიც პრეზიდენტის გარემოცვაში მყოფი ორი სხვა შვეულმფრენიდან ერთ-ერთში იმყოფებოდა, სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში შვეულმფრენის ჩამოვარდნის ახალი ანგარიში წარადგინა.

„როდესაც ავფრინდით, კარგი ამინდი იყო. განსაკუთრებული მეტეოროლოგიური პირობები არ ყოფილა. აფრენის დროს პრობლემა არ გვქონია. ჩვენ შვეულმფრენების კოლონაში მესამე ვიყავით, პილოტმა ღრუბლებიდან გამოსვლის შემდეგ შენიშნა, რომ ერთი შვეულმფრენი გვაკლდა. ჩავთვალეთ, რომ პილოტს ავარიული დაშვება მოუწია, თუმცა მერე აღმოჩნდა, რომ შვეულმფრენთან კონტაქტი დაკარგული იყო“, – განაცხადა რაისის შტაბის უფროსმა.

ღოლამჰოსეინ ესმაილი იხსენებს, რომ არც საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი და არც პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი სატელეფონო ზარებს არ პასუხობდნენ, თუმცა შეძლო თავრიზის იმამმთან დაკავშირება.

„მოჰამად ალი ალე-ჰაშემმა ტელეფონი აიღო. ვკითხე, როგორ ხარ? მან თქვა: არ ვარ კარგად. ხმაზე ეტყობოდა, რომ დაშავებული იყო. ვეცადე გამეგო, თუ რა მოხდა, თუმცა მან არ იცოდა, რა მოუვიდა შვეულმფრენს, არც ის იცოდა, სად იმყოფებოდა“, – თქვა ღოლამჰოსეინ ესმაილიმ.

პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის სიკვდილთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მრავალი კითხვაა. მაგალითად, გაუგებარია ის, თუ რატომ ვერ შეძლო სამაშველო სამსახურებმა ტელეფონის სიგნალით ავიაკატასტროფის ადგილმდებარეობის დადგენა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend