მთავარიაზიაღაზაგაეროში ღაზაში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ საუბრობენ

გაეროში ღაზაში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ საუბრობენ

გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის სამსახურის წარმომადგენლების თქმით, ღაზის 36 საავადმყოფოდან მხოლოდ 12 ფუნქციონირებს. ისინი აღნიშნავენ, რომ დამატებითი საველე ჰოსპიტლების მოწყობის მიუხედავად, მაინც არ არის საკმარისი რესურსი ათიათასობით დაჭრილის სამკურნალოდ.

გაეროს ჰუმანიტარული კოორდინაციის საკითხების სამსახურის ოფიცერი იასმინა გურედა ამბობს, რომ ბევრმა კიდურები დაკარგა, ზოგს თავის ტვინის მძიმე დაზიანება აქვს, ათასობით ადამიანს მუდმივი აფეთქებების გამო სმენასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა.

ამავდროულად, ღაზაში ათასობით ადამიანი ევაკუაციის მოლოდინშია, რადგან მათ სერიოზული მკურნალობა ესაჭიროებათ, რომლის საშუალებაც ღაზაში არ არის. ჯანდაცვის სისტემა, ფაქტობრივად, ჩამოშლილია.

ათიათასობით იძულებით გადაადგილებული პალესტინელი ჩრდილოეთით, მუვასის ბანაკს აფარებს თავს. თუმცა გარემო აქ ძალიან დაბინძურებულია, რადგან დიზენტერია, სხვადასხვა დაავადება და ინფექციაა გავრცელებული.

ეს არეალი, რომელიც ისრაელმა უსაფრთხო ზონად გამოაცხადა, რაფაჰში მოსალოდნელი შეტევების გამო ხალხითაა გადავსებული.

მნიშვნელოვნადაა ასევე შემცირებული ღაზაში მიწოდებული ჰუმანიტარული დახმარების მოცულობა. გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოში აცხადებენ, რომ ამჟამად მუვასის ლტოლვილთა ბანაკს დაახლოებით 450 000 პალესტინელი აფარებს თავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend