მთავარიმსოფლიოლიდერთა ლიკვიდაცია

ლიდერთა ლიკვიდაცია

სახელმწიფო ლიდერების ლიკვიდაცია შიდა თუ გარე ძალების მიერ ახალი არ არის. მმართველები მოუკლავთ რომის იმპერიაში, თანამედროვე რომის იმპერიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თვითგამოცხადებულ მესამე რომში, რუსეთშიც.

ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის სიკვდილი ბევრს აგონებს პოლონეთის პრეზიდენტის სიკვდილს. ორივე შემთხვევაში პრეზიდენტთან ერთად დაიღუპნენ სხვა მაღალჩინოსნებიც და ორივე შემთხვევაში არსებობს ეჭვი, რომ საქმე უბედურ შემთხვევას არ ეხება.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმამდე ყველაზე დიდი გამოხმაურება ჰქონდა იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შინძო აბეს, ვეტერანი ჯარისკაცის ხელით მკვლელობას.

თუკი ფრანც ფერდინანდის მკვლელობას დომინოს ეფექტით დაახლოებით 40 მილიონი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, თანამედროვე საერთაშორისო სისტემა ჯერჯერობით უფრო გამძლე აღმოჩნდა ასეთი შემთხვევების კვალობაზე.

წარმოგიდგენთ ლიკვიდირებულ ლიდერთა და მათ მკვლელთა სიას. ევრონიუს ჯორჯიამ სხვებთან შედარებით ნაკლებად ცნობილი და ამავე დროს ყველაზე თვალსაჩინო 4 მაგალითი შეარჩია:

  • ინდირა განდი – ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოკლეს 1984 წელს მისივე დაცვის წევრებმა რელიგიური მოტივებით;
  • იცხაკ რაბინი – ისრაელის პრემიერ-მინისტრი მოკლეს 1995 წელს, მისი მკვლელი მემარჯვენე პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებელი სტუდენტი აღმოჩნდა, მოტივი კი ოსლოს ხელშეკრულების გაფორმება იყო;
  • ულოფ პალმე – შვედეთის პრემიერ-მინისტრი მოკლეს 1986 წელს, მის მკვლელობაში მსჯავრდადებული სააპელაციო სასამართლომ გაამართლა, მეორე პირი კი გარდაცვალებიდან 20 წელიწადში დაასახელეს ეჭვმიტანილად.
  • და ბოლოს, პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბენაზირ ბჰუტო, მას ესროლეს და შემდეგ 15 წლის თვითმკვლელმა ტერორისტმა პაკისტანელი ლიდერი 23 ადამიანთან ერთად ააფეთქა, პასუხისმგებლობა კი ალ-კაიდას დაეკისრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend