მთავარიაზიაისრაელისაერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი ნეთანიაჰუს დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს

საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი ნეთანიაჰუს დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უარყოფითად გამოეხმაურა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განცხადებას, რომელიც მისი დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს.

სასამართლოს მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის, თქმით, არსებობს გონივრული საფუძველი იმისა, რომ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროთ ღაზაში ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის. ამავდროულად, სასამართლო მსგავსი ბრალდებით „ჰამასის“ მაღალი რანგის სამი ლიდერის დაკავების ორდერის გაცემასაც განიხილავს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ  არ ეთანხმება ჰააგის პროკურორის მიერ დემოკრატიული ისრაელისა და „ჰამასის“ მასობრივ მკვლელებთან შედარებას. მისი შეფასებით, ეს  რეალობის სრული დამახინჯებაა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წერილობით განცხადებაში გადაწყვეტილებას აღმაშფოთებელი უწოდა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება ისრაელისა და „ჰამასის“ ქმედებების ერთ დონეზე განხილვა.

სახელმწიფო დეპარტამენტი კი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არ აქვს ამ საქმის გამოძიების იურისდიქცია, რადგან ისრაელი არ არის რომის სტატუსის ხელმომწერი, რომლის შედეგადაც დაარსდა სასამართლო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის თქმით,   ეს გადაწყვეტილება საფრთხეს შეუქმნის ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის ძალისხმევას, რომელიც მძევლების გათავისუფლებასა და ღაზაში დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ითვალისწინებს.

ამ ამბავს თელავივის ქუჩებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ქალაქში უკვე რამდენიმე კვირაა, იმართება მასობრივი დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეები ნეთანიაჰუს მთავრობას  ღაზაში გატაცებული მძევლების დასაბრუნებლად უფრო ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებენ.

Tatan Syuflana/Copyright 2024 The AP. All rights reserved.

თელავივის ერთ-ერთი მკვიდრი ინბარ გოლდშტეინიც არ ეთანხმება, იმას, რომ  ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერებს, რომლებიც მასობრივ ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობდნენ, დემოკრატიულად არჩეულ სახელმწიფოს მეთაურებთან აიგივებენ.

პალესტინელები ცენტრალურ ღაზაში დუმილით შეხვდნენ სასამართლოს განცხადებას.

დევნილების თქმით, პალესტინელებს სურთ გადამწყვეტი და ისეთი საერთაშორისო რეზოლუციები, რომლებიც პრობლემებს მოაგვარებს. მათ არაფერი აკავშირებთ არც ისრაელთან, არც „ჰამასთან“ და არც „ისლამურ ჯიჰადთან“.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მტკიცებულებებს განიხილავს და გადაწყვეტს, გასცეს თუ არა ისრაელისა და „ჰამასის“ ხელმძღვანელების დაკავების ორდერები

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend