ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაური, გენერალი ჩარლზ ბრაუნი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს. მან პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თუ რისი გაკეთება შეუძლია NATO-ს საქართველოში რუსული გავლენის შესაჩერებლად და რა ეფექტი ექნება ამ პროცესებს საქართველოს NATO-ში გაწევრების გზაზე.
გენერალი ბრაუნი ამბობს, რომ NATO აკვირდება რუსულ გავლენას საქართველოში და ალიანსი იმუშავებს პარტნიორი ქვეყნების სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად.
„ჩვენ ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში. მე წინა კვირას შევხვდი ჩემს კოლეგებს NATO-დან. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, თუ როგორ ვიმუშაოთ ერთად, რათა დავიცვათ NATO-ს პარტნიორი ქვეყნების სუვერენიტეტი და საერთო უსაფრთხოება ევროპაში“, – განაცხადა გენერალმა ბრაუნმა.
ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ისიც თქვა, რომ ის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართული არ არის, თუმცა გენერალი ბრაუნი აცხადებს, რომ მას ამოსავალ წერტილად მიაჩნია პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.