მთავარიაზიაირანიავიაკატასტროფას ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ემსხვერპლა

ავიაკატასტროფას ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ემსხვერპლა

ირანის სამთავრობო მედია ადასტურებს ინფორმაციას, რომ ირანის აღმოსავლეთში ვერტმფრენის ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა ქვეყნის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი.

არსებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად არავინ გადარჩენილა. პრეზიდენტისა და სხვა პირების გარდა ბორტზე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანიც იმყოფებოდა.

გავრცელებული ცნობით,  ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენმა კატასტროფა ძლიერი ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო განიცადა. რაისი აზერბაიჯანის საზღვართან პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად იმყოფებოდა კაშხლის გახსნაზე, რომელიც ორმა ქვეყანამ ერთობლივად ააშენა მდინარე არაქსზე.

რაისი მკაცრ ლიდერად მიიჩნეოდა. მისი მმართველობის პერიოდში ირანმა რაკეტებისა და დრონების გამოყენებით ისრაელზე უპრეცედენტო თავდასხმა განახორციელა და დაიწყო ურანის გამდიდრება იარაღის საწარმოებლად.  ქვეყანაში ასევე იყო პროტესტი ეკონომიკურ მდგომარეობასა და ქალთა უფლებებთან დაკავშირებით.

თუმცა იბრაჰიმ რაისს ჰყავდა თავისი მხარდამჭერებიც, რომლებიც კვირას ღამით თეირანში შეიკრიბნენ და მისი გადარჩენისთვის ილოცეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend