მთავარიევროპაუკრაინა"უკრაინაში ნატოს ინსტრუქტორების გაგზავნა არ გამოიწვევს ესკალაციას" - ესტონეთის პრემიერი

“უკრაინაში ნატოს ინსტრუქტორების გაგზავნა არ გამოიწვევს ესკალაციას” – ესტონეთის პრემიერი

ესტონეთის პრემიერ მინისტრი კაია კალასი ამბობს, რომ ნატოს ქვეყნებს არ უნდა შეეშინდეთ ჯარების გაგზავნა უკრაინაში სამხედრო წვრთნისთვის.

“ფაინენშალ ტაიმსთან” ინტერვიუში ესტონეთის მთავრობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ნატოს რამდენიმე ქვეყანა უკვე წვრთნის უკრაინელ ჯარისკაცებს უკრაინის ტერიტორიაზე. მისივე თქმით, თუ რუსეთი თავს დაესხმება მოკავშირე ქვეყნის პერსონალს, ავტომატურად ამოქმედდება ნატოს მეხუთე მუხლი, რაც კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს.

“წარმოვიდგინოთ, ვინმე დაშავდეს. ისინი, ვინც ეს ხალხი იქ გაგზავნა, იტყვის: ეს მეხუთე მუხლია, დაბომბეთ რუსეთი. აი, ასე მუშაობს ეს”, – განაცხადა კაია კალასმა და დასძინა, რომ ქვეყნებმა უნდა გარისკონ რისკის ზონაში წარმომადგენლების გაგზავნა.

ბოლო თვეებია, ევროპისა და აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში სულ უფრო და უფრო ხშირად განიხილება უკრაინის დასახმარებლად ქვეყანაში სამხედროების გაგზავნა. რამდენიმე დღის წინ აშშ-ის გაერთიანებული შტატების უფროსმა თქვა, რომ ევროპელები თანდათან მიდიან გადაწყვეტილებამდე, გაგზავნონ სამხედროები უკრაინაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend