მთავარიკუბიევროპის საბჭოს შეთანხმება ხელოვნური ინტელექტის შესახებ

ევროპის საბჭოს შეთანხმება ხელოვნური ინტელექტის შესახებ

ევროპის საბჭომ მიიღო პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების დაცვას ხელოვნური ინტელექტის სისტემების ფორმირებაში, ხელშეკრულება ღიაა ასევე არაევროპული ქვეყნებისთვისაც.

ხელშეკრულება ადგენს საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც მოიცავს ხელოვნური ინტელექტის სისტემების მთელ სასიცოცხლო ციკლს და ითვალისწინებს რისკებს, რომლებსაც თანამედროვე ტექნოლოგია შესაძლოა წარმოადგენდეს.

ევროპული საბჭოს წარმომადგენლების თქმით, ამ ხელშეკრულებით მათ სურთ, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება კომპანიებისა და ორგანიზაციების მიერ გახდეს უფრო პასუხისმგებლობიანი და ამ პროცესში პატივი სცენ ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და დემოკრატიას.

ხელშეკრულებაში ასევე გათვალისწინებული არის გამჭვირვალობა და მონიტორინგის სამსახურები, რომლებისთვისაც ნათელი უნდა იყოს, თუ როგორ მუშაობს ესა თუ ის ხელოვნური ინტელექტი და ასევე სისტემა, რომელიც ამოიცნობს მაგალითად ხელოვნური ინტელექტის მიერ დამზადებულ მასალებს რომელიც ამჟამად მასობრივად ვრცელდება ინტერნეტში.

მთავარი განსხვავება ამ შეთანხმებას და ევროკავშირის აქტს შორის არის ის, რომ მას შეუძლია, შეურთდნენ არაწევრი ქვეყნებიც.

ხელმომწერები ხდებიან ანგარიშვალდებულნი და პასუხისმგებელნი იმაზე, რომ ხელოვნური ინტელექტის ნეგატიური ზემოქმედებისგან დაიცავენ საზოგადოებას, პატივს სცემენ თანასწორობას და დაიცავენ კონფიდენციალურობის უფლებებს.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend