უკვე ერთი კვირაა, რუსულ ძალებს იერიში მიაქვთ ხარკივის რეგიონზე, სადაც ვიზიტით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმყოფება.
ქვეყნის ლიდერმა სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი დაჭრილი ჯარისკაცები და ექიმები მოინახულა და მათ ჯილდოები და მედლები გადასცა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, უკრაინელები ხარკივის რეგიონში ვითარებას აკონტროლებენ. სახელმწიფოს მეთაური ასევე შეხვდა სამხედრო მაღალჩინოსნებსა და ჯარისკაცებს.
Зустрівся з воїнами 92-ї окремої штурмової бригади імені кошового отамана Івана Сірка, які захищають Харківщину. Заслухав доповідь командира бригади та відзначив державними нагородами наших бійців.
Дякую за силу! Дякую, що бороните Україну.
🇺🇦🇺🇦🇺🇦 pic.twitter.com/fceyLzgDX7
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) May 16, 2024
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა 92-ე ქვედანაყოფს, რომელმაც არ დაუშვა, რომ მტერი წინ წასულიყო. პრეზიდენტმა სიმამაცისთვის შეაქო ყველა უკრაინელი სამხედრო, მათ შორის ხარკივის მებრძოლები, რომლებიც არაფერს იშურებენ თავიანთი სახლებისა და სრულიად უკრაინის დასაცავად.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუს სამხედროებს ტყვედ აჰყავთ და ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს ვოვჩანსკის ჩრდილოეთით, რომელიც რუსეთის საზღვრიდან ხუთ კილომეტრში მდებარეობს.
პოლიცია კი, მძიმე შეტაკებების მიუხედავად, განაგრძობს რეგიონიდან მოსახლეობის ევაკუაციას.