მთავარიევროპასლოვაკეთისლოვაკეთში პოლიტიკურ მხარეებს დაძაბულობის განმუხტვის გზების მოძიებისკენ მოუწოდებენ

სლოვაკეთში პოლიტიკურ მხარეებს დაძაბულობის განმუხტვის გზების მოძიებისკენ მოუწოდებენ

ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და მცირე პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე განხორციელებული თავდასხმა პოლიტიკური მხარეების დაყოფასა და უთანხმოების გაღრმავებას გამოიწვევს.

ბრატისლავის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლის ლუსია შტასელოვას თქმით,  თავდასხმის მიზეზი ისაა, რომ საჯარო სივრცეებში სიძულვილის ენის გამოხატვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, ლიდერები კი ამასთან დაკავშირებით არაფერს აკეთებენ.

ოპოზიციური პარტია „სლოვაკეთის მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ პოლიტიკაში ძალადობის ადგილი არ არის.

სლოვაკეთის პარლამენტის წევრის გაბორ გრენდელის აზრით, ორივე პოლიტიკურმა მხარემ უნდა იმუშაოს დაძაბულობის განსამუხტად და არა მის გასაღვივებლად.

სლოვაკეთის პარლამენტის წევრი საბოლჩ მოზესიც ეთანხმება  გრენდელს და მაგალითად სახელმწიფოს მეთაურის  ბრატისლავაში გაკეთებული განცხადება მოჰყავს. მოზესის თქმით,  როგორც მოქმედი, ისე  მომავალი სახელმწიფოს მეთაურების განცხადება მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, როდესაც მათ ერთხმად თქვეს, რომ ვითარება მეტად აღარ უნდა გამწვავადეს.

ჟურნალისტ-პუბლიცისტი მარტინ შიმეჩკა არ არის ოპტიმისტურად განწყობილი მომავალთან დაკავშირებით.  მისი აზრით, სიტუაცია ძალიან მალე კიდევ უფრო გამწვავდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend