მთავარიკუბიდეზინფორმაცია ევროპარლამენტის არჩევნების წინ

დეზინფორმაცია ევროპარლამენტის არჩევნების წინ

გამოცემა “დოიჩე ველემ” შეისწავლა რამდენიმე ყალბი ამბავი, რომელიც ევროპარლამენტის არჩევნების წინ ვრცელდება სოციალურ ქსელებში.

მაგალითად, მიმდინარე წლის აპრილში, ტიკტოკზე გამოქვეყნებულ ვიდეოებში ორი გოგონა ამბობდა, რომ ის ფრანგი მემარჯვენეების ლიდერის, მარინ ლე პენის დისშვილები არიან და არეკლამებდნენ ლე პენის პარტიას, თუმცა როგორც “დოიჩე ველე” წერს, ეს ახალგაზრდა ქალები არამხოლოდ არ იყვნენ მარინ ლე პენის დისშვილები, არამედ საერთოდ არ არსებობენ და ხელოვნურ ინტელექტის მიერ არიან შექმნილები.

ამის შესახებ არაერთ სტატია გამოქვეყნდა ფრანგულ მედიაში, სადაც აღნიშნული იყო რომ ეს ვიდეოები ე.წ. დიპფეიკია. ასეთი ვიდეოების გასაკეთებლად ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ. მათ აიღეს მარინ ლე პენის ნამდვილი დისშვილი ფოტოდან სახის ნაკვეთები და მას სხვა პიროვნებას სინთეზურად შეუერთეს. ამჟამად ეს ანგარიშები ტიკტოკზე აღარ არსებობს.

ასევე რამდენიმე პოსტი გავრცელდა სოციალურ ქსელში ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაინეთან დაკავშირებით.

ერთ-ერთის მიხედვით, ფონ დერ ლაიენებს აქვთ ოჯახური ფოტოალბომი, რომელშიც ინახება ევროკომისიის პრეზიდენტის ბებიის ფოტო, რომელიც ხელს ართმევს ადოლფ ჰიტლერს. ამ სავარაუდო ფოტოს ახლავს წარწერა იმის შესახებ, რომ ბებიას ამის შემდეგ მთელი თვე ხელი არ დაუბანია. ეს პოსტი გახდა ვირუსული მას შემდეგ რაც ის გააზიარა პოლიტოლოგმა ნორმა ფინკელშტეინმა პლატფორმა იქსზე.

საარქივო ცნობების მიხედვით, ფოტოზე ჩანს ქალი, სახელად ჰილდეგარდ ზანტოპი, რომელიც აღმოსავლეთ პრუსიიდან იყო ფერმერი, მას კი არანაირი კავშირი არ აქვს ევროკომისიის პრეზიდენტთან.

იმისათვის, რომ გადავამოწმოთ ფოტოს რეალობა, ან ვნახოთ თუ რა კონტექსტში ვრცელდებოდა ესა თუ ის ფოტო ინტერნეტში, Google-ს გააჩნია ე.წ. reverse search-ის ფუნქცია, რითაც დავინახავთ იგივე ან მსგავს ფოტოებს სხვა ვებგვერდებზე.

ასევე მსგავსი ფუნქცია აქვს პლატფორმა TinEye-ის, რომელიც ადგენს იმას, თუ როდის გამოქვეყნდა ფოტო პირველად.

ვიდეოების შესამოწმებლად, ერთ-ერთი ხარისხიანი პლატფორმა არის მაგალითად InVid, რომელიც ვიდეოს ამოწმებს.

რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს, ეს ტექნოლოგია დროსთან ერთად უფრო იხვეწება და რთული ხდება მისი გარჩევა რეალობისგან. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ შეიქმნას ისეთი პლატფორმები, რომლებიც AI-ვიდეოებს შეამოწმებს. ერთ-ერთი მათგანია AI or Not? რომელიც შეამოწმებს ფოტოების ნამდვილობას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend