17 მაისს სათემო ორგანიზაციები აქციას არ გეგმავენ. ისინი მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ არ შევიდნენ შეცდომაში, რადგან სოციალურ ქსელში ამ თემაზე, შესაძლოა, არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდეს.
“ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან” დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე 15 მაისს გამოქვეყნდა და მას ხელს საქართველოს-პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დადგენილება შეეხება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებს, თუმცა ასევე დასახელებულია ის საქმიანობები და მოხელეები, რომელთაც, შესაძლოა, 17 მაისს დასვენების დღე არ შეეხოს.
ამასთან, საპროტესტო აქციები გრძელდება.
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე სოციალურ ქსელში არაერთი განცხადება ვრცელდება. მაგალითად, 4GB ფესტივალი გაუქმდა. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ვინც ბილეთი უკვე შეიძინა, თანხის დაბრუნებას, ან ამ ბილეთით შემდეგ წელს ფესტივალზე დასწრებას შეძლებენ.
“ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაუმართლებლად მიგვაჩნია ამ დღეებში ფესტივალის ჩატარება. ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს!”- ვკითხულობთ მათ განცხადებაში.