ევროკომისიის პროგნოზით, წელს ინფლაციის მაჩვენებელი 2,7 მეათედ პროცენტამდე შემცირდება, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასის ღირებულება იზრდება.
ევროპის ქვეყნებში ინფლაციის მაჩვენებელმა ისტორიულ მაქსიმუმს პანდემიის შემდეგ და რუსეთის ინტერვენციისას მიაღწია და 10% შეადგინა. ევროკავშირის პროგნოზით, მომავალ წელს ინფლაციის მაჩვენებელი მხოლოდ 2.2% შეიძლება იყოს. ევროპაში მიაჩნიათ, რომ ეს კარგი ამბავია ევროპელებისთვის, თუმცა ამის მიღწევას გარკვეული დრო დასჭირდება.
,, ჩვენ გვჭირდება, რომ ინფლაციის კლებამ თავისი გავლენა მოახდინოს სურსათის ფასებზე. ამას გარკვეული დრო დასჭირდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ბანკების მიერ გაცემული კრედიტების რაოდენობა კვლავ გაიზარდოს, რადგან ეს მნიშვნელოვანია ეკონომიკის გასაძლიერებლად. ამ რთულ გზაჯვარედინზე, სადაც ზრდა ხელახლა იწყება, თქვენ მიიღებთ ზედმეტად შემზღუდველ, ფისკალურ პოზიციას და გამოტოვებთ საჭირო ინვესტიციების ნაწილს. როგორ ავიცილოთ თავიდან ეს ფისკალური პოლიტიკისა და ჩვენი ბიუჯეტის ზარალის გარეშე? თუ გადავხედოთ მონაცემებს, იმის გამო, რომ კვლავ დიდია სახელმწიფო ინვესტიციების მოცულობა და ქვეყნებმა, რომლებმაც ევროკავშირის პოლიტიკის გამო თანხის დიდი ნაწილი მიიღეს, ბოლო პერიოდში უფრო დიდი ზრდას აჩვენა, ვიდრე ეს სხვა ქვეყნებშია“, – განაცხადა ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში პაოლო ჯენტილონიმ.
ევროკომისია აღნიშნავს, რომ გაურკვევლობა და ეკონომიკური პერსპექტივის საფრთხე კიდევ უფრო გაიზარდა ბოლო თვეებში, რაც ძირითადად გამოწვეულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაჭიანურებული აგრესიული ომითა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტით
მონაცემების მიხედვით, 2004 წელს ევროკავშირის გაფართოების პროცესის შემდეგ, ამ ქვეყნებში შემოსავლები საგრძნობლად გაიზარდა.