მთავარიკუბიდეზინფორმაცია: თითქოს საქართველოს პარლამენტის შენობის კედელზე სტეპან ბანდერას ფოტო გამოაკრეს

დეზინფორმაცია: თითქოს საქართველოს პარლამენტის შენობის კედელზე სტეპან ბანდერას ფოტო გამოაკრეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არხის “ზვეზდას” ჟურნალისტი თბილისშია და ისინი ტელეგრამარხზე  აქვეყნებენ საპროტესტო აქციის ვიდეოებს.

კიდევ ერთმა რუსულმა საინფორმაციო არხმა, ჟურნალმა DOXA-მ სოციალურ ქსელში გაავრცელა “ზვეზდას” ჟურნალისტის ერთ-ერთი ჩართვის კადრი, სადაც ის ამბობს, რომ პარლამენტის კედლებზე დაწერილია ლოზუნგები და ასევე გაკრულია უკრაინელი ულტრანაციონალისტის სტეპან ბანდერას ფოტოები. ჟურნალისტი როდესაც ამას ამბობს, უკან პარლამენტის კედელთან ჩანს რამდენიმე პოსტერი, ყველაზე მეტი არის ფოტო, რომელსაც ცისფერი ფონი აქვს და მასზე არა სტეპან ბანდერა, არამედ ქართველი პოეტი, ტიციან ტაბიძეა გამოსახული.

პოსტერის ფოტოს პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუკზე აქვეყნებს. ასევე ადგილზე იმყოფებოდა ევრონიუს ჯორჯიას ჟურნალისტი, რომელმაც ფოტო ახლო ხედიდან გადაიღო და გამოჩნდა, რომ მასზე მართლაც ტიციან ტაბიძეა გამოსახული.

ასევე სოციალურ ქსელში, სადაც ბუნდოვანი ხარისხით ვრცელდება პარლამენტის კედლის კადრი, აქვეყნებს ერთ-ერთი ქართველი მომხმარებელი და ამბობს, რომ ეს სტეპან ბანდერას ფოტოებია.

ამჟამად ეს ვიდეო აღარ იძებნება ფეისბუკზე, თუმცა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია, “მითების დეტექტორმა”, ყველა ის ფოტო შეამოწმა რომელიც ბუნდოვან კადრში ჩანს. ერთ-ერთ მათგანზე ჩანს ქართველი პოეტი ტიციან ტაბიძე, კიდევ ერთზე  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია და მესამეზე მმართველი პარტიის წევრების კარიკატურული ფოტო.

“ზვეზდას” ჟურნალისტთან დაკავშირებით აქციაზე ინციდენტიც მოხდა. ერთ-ერთი ჩართვის, დროსაც, რომელსაც თავისივე ტელეგრამარხზე ავრცელებენ, ისმის ქართულ ენაზე საპროტესტო აქციის მონაწილეების შეძახილები “არა რუსეთს” და ერთ-ერთი მომენტში აქტივისტი რუს ჟურნალისტს ხელს კრავს. აქტივისტები ჟურნალისტს შუა თითქოს უჩვენებენ და მოუწოდებენ, რომ დატოვოს რუსთაველის გამზირის ტერიტორია.

რაც შეეხება ჩართვას, სადაც ჟურნალისტი ამბობს, რომ თითქოს სტეპან ბანდერას ფოტო ნახა, მათ ოფიციალურ არხებზე არ დევს, თუმცა დევს კონკრეტულად კედლის ფოტო, რომელზეც სხვადასხვა პოსტერია გამოქვეყნებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend