მთავარისაქართველოოთხი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართეს

ოთხი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართეს

ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები პარლამენტარებს შეხვდნენ.

დიპლომატები თავდაპირველად პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსა და მმართველი პარტიის დეპუტატებს შეხვდნენ. მათ შორის იყვნენ: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და დეპუტატი ნინო წილოსანი.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ფორმატში გაიმართა.

დელეგაციის წევრებმა გამოთქვეს წუხილი აღნიშნული კანონის მიღებაზე. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა არამომგებიანი ორგანიზაციების სფეროში გამჭვირვალობის ნაკლებობის პრობლემას და მისი მოგვარების საჭიროებას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო ნაბიჯებზე. გამოითქვა მზაობა შემდგომი დიალოგისთვის.

ამის შემდეგ 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელები საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მმართველი პარტიის ოპონენტების განცხადებით, ეს ქვეყნები საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებენ ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა განიხილავენ ყველა შესაძლებლობას, მათ შორის, მმართველ გუნდზე ზეწოლის მექანიზმების ამოქმედებას, თუ “ქართული ოცნება” კვლავ გააგრძელებს ანტიდასავლურ რიტორიკასა და მოქმედებებს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend