მთავარიმსოფლიოევროპის გარემოს დაცვის სააგენტო უახლეს ანგარიშს აქვეყნებს

ევროპის გარემოს დაცვის სააგენტო უახლეს ანგარიშს აქვეყნებს

ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს უახლესი ანგარიშის მიხედვით, ყოველი მერვე ევროპელი წყალდიდობის საფრთხის არეალში ცხოვრობს.

სააგენტო საზოგადოებას კლიმატის ცვლილების გავლენის, გვალვებისა და ტყის ხანძრების შესახებ აფრთხილებს. ბოლო 40 წლის განმავლობაში წყალდიდობებს 5882 ადამიანი ემსხვერპლა, ამჟამად საზოგადოება უფრო დიდი საფრთხის წინაშე დგას.

ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი ალექსანდრა კაზმიერჩაკი ამბობს, რომ ევროპაში ეკონომიკური აქტივობების დიდი ნაწილი წყალდიდობის საფრთხის შემცველ მიდამოებში მიმდინარეობს, მაგალითად, ევროპის მასშტაბით სამრეწველო ობიექტების დაახლოებით 15% ასეთ ადგილებში მდებარეობს. შესაბამისი ინფრასტრუქტურა, როგორიცაა წყლის ნაკადების მართვის ნაგებობები, განლაგებულია დინების ქვევით. ევროპაში ამ ობიექტების მესამედი წყალდიდობის საფრთხის შემცველ დაბლობებზეა განთავსებული.

ანგარიშის მიხედვით, საავადმყოფოების 11 პროცენტი იმ არეალშია, სადაც მეტი საფრთხეა. გვალვები, მაღალი ტემპერატურა და დაბინძურება უარყოფით გავლენას ახდენს წყლის ხარისხზე, ატომური ელექტროსადგურების გაგრილების სისტემებსა და სოფლის მეურნეობაზე. ალექსანდრა კაზმიერჩაკის თქმით, საგრძნობლად შემცირდა სიმინდისა და ზეითუნის ზეთის წარმოებაც, განსაკუთრებით სამხრეთ ევროპაში.  სოფლის მეურნეობის, წყლის მომარაგებისა და ენერგოსექტორებში ყოველწლიურად დაახლოებით 9 მილიარდი ევროს ზარალი გვალვებითაა გამოწვეული.

ევროპის გარემოს დაცვის სააგენტო გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოუწოდებს, შეზღუდონ რისკის ქვეშ მდებარე არეალების განვითარება, სანაცვლოდ კი მათ ხეების დარგვისკენ მოუწოდებენ.  სააგენტო მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გაფრთხილების უფრო ეფექტური სისტემის ამოქმედებასაც მოითხოვს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend