ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით ორი მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს. ამის შესახებ შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.
“ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. სამხედრო დახმარება უკრაინას მიეწოდება, ნაწილი უკვე ადგილზეა, დამატებით 2 მილიარდი ამერიკული დოლარის მოცულობის დახმარება კი უკვე დამტკიცებულია. ჩვენ მიერ უკრაინის მხარდაჭერას სამი ძირითადი მიმართულება აქვს, პირველია კიევისთვის შეიარაღების მიწოდება, მეორე უკრაინის სამხედრო მრეწველობის გაძლიერება, მესამე კი უკრაინის მიერ შეიარაღების თავად შესყიდვა ამ თანხებით და არამხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისგან”, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
Today, I hosted @SecBlinken for a detailed discussion of the battlefield situation, support for our soldiers, and ongoing defense cooperation.
We discussed the need for Patriot systems in Ukraine to protect our cities and communities, such as Kharkiv and the surrounding region.… pic.twitter.com/xXMRoHnJvU
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) May 14, 2024
ეს დახმარება მოხმარდება არა მხოლოდ იარაღის შესყიდვას სხვა ქვეყნებიდან, არამედ ინვესტიციას უკრაინაშიც, რომ ქვეყანამ შეძლოს საკუთარი იარაღისა და ტექნიკის წარმოება. აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ უკრაინაში საოკუპაციო ძალების წინსვლის ფონზე, ვაშინგტონში ამბობენ, რომ დააჩქარებენ უკრაინისთვის იმ სამხედრო დახმარების გადაცემას, რომელიც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აპრილში დაამტკიცა.